გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ComCom-მა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში 140-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

22-05-2023

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, მათ შორის: ზემო ნიქოზის, ქვემო ხვითის, დიცის, მერეთის, ფლავისა და ერგნეთის სკოლებში 140-მდე მოსწავლეს მედიაწიგნიერების სემინარი "ნამდვილი თუ მოგონილი?!" ჩაუტარდა. შეხვედრების ფარგლებში, მოზარდებმა მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.


სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაზე, დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ ლექციებსა და სემინარებს უკვე მეექვსე წელია ატარებს.