გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

Wizz Air Abu Dhabi აბუდაბიდან ქუთაისში კვირაში 9-ჯერ იფრენს

22-05-2023

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებით, ფრენის განრიგის მიხედვით, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან აბუ დაბი - ქუთაისი და ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა დაემატება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ფრენები კვირაში 9-ჯერ შესრულდება.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizz Air Abu Dhabi-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.