გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გია აბაშიძე: საქართველოს გულში დროებით დაკარგული აფხაზებისა და ოსების ჩახუტება ქართული სულის მქონეთა უმთავრესი პრიორიტეტია... ამ მამულიშვილურ საქმეში ნებისმიერი მავნებლური ინსინუაცია ე.წ. საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ყოველმხრივ ანტიქართულია!

23-05-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიები „ტესტავენ აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, - რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი “რუსული ნარატივია”.


ანალიტიკოსის თქმით, საქართველოს გულში დროებით დაკარგული აფხაზებისა და ოსების ჩახუტება ქართული სულის მქონეთა უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მამულიშვილურ საქმეში ნებისმიერი მავნებლური ინსინუაცია ე.წ. საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ყოველმხრივ ანტიქართულია!


„უსამშობლო და საქართველოს არამეგობარი ელემენტები უშედეგოდ ცდილობენ იმის დანერგვას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ე.წ. პრორუსული დღის წესრიგია. საქართველოს გულში დროებითად დაკარგული აფხაზებისა და ოსების ჩახუტება ქართული სულის მქონეთა უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მამულიშვილურ საქმეში ნებისმიერი მავნებლური ინსინუაცია ე.წ. საგარეო-პოლიტიკურ კურსზე ყოველმხრივ ანტიქართულია! აფხაზეთობას გილოცავთ! მშვიდობა და ერთობა საქართველოს!“-წერს გია აბაშიძე.