გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„წითელ ხიდსა“ და „სარფში“ აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩნდათ

8-08-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში, 3000 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ლ.ჰ.-სა და გ.ჟ.-ს, არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდათ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.