გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: ეგ ქარიშხალი ჭიქაში იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო, ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა

24-05-2023

“ეგ ქარიშხალი ჭიქაში, იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო,ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა”- ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საზოგადოებაში გამოთქმულ პროტესტს იმასთან დაკავშორებით, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა, რაც მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სიცხადისათვის, ყოველი წლის 26 მაისი თემატურად ფორმდება და თუ შარშან სლოგანი "ევროპისკენ" იყო და შესაბამისად დროშაც ეკიდა, წელს სლოგანი"თავისაუფლებაა" და ყველაზე ავთენტური სიმბოლოთი, ქართული დროშის ატრიბუტიკით გამოიხატება!

 

“ეს 26 მაისი კარგად გვახსოვს, ქართული დროშის ფონზე, სისხლში როგორ ჩაახშო რეჟიმმა პროტესტი და ასე მიულოცა სააკაშვილმა ხალხს დამოუკიდებლობის დღე... დღეს კი, ნაც-მოძრაობა და მისი სატელიტები აპროტესტებენ-რატომ არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა პარლამენტთანო.

 

სიცხადისათვის, ყოველი წლის 26 მაისი თემატურად ფორმდება და თუ შარშან სლოგანი "ევროპისკენ" იყო და შესაბამისად დროშაც ეკიდა, წელს სლოგანი"თავისაუფლებაა" და ყველაზე ავთენტური სიმბოლოთი, ქართული დროშის ატრიბუტიკით გამოიხატება! ასე რომ, ეგ ქარიშხალი ჭიქაში, იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო,ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა..”- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.