გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რუსთავში 2 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

9-08-2018

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსისი მეოთხე სართულის ფანჯრიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.

მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი თამაშისას ფანჯარაზე ავიდა, რა დროსაც მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და გადმოვარდა.

„შემოყვანილი იქნა ორწლინახევრის ბავშვი. სიმაღლიდან ვარდნა. მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ჰქონდა მრავლობითი ტრავმა. პაციენტი იყო გარდაცვლილი კლინიკაში შემოსვლისას,“-განაცხადა ექიმმა მიხეილ ქემერტელიძემ.