გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: ცოტა უხერხულია, სულიერი შვილი უკრაინას, მის ავტოკეფალიას უჭერდეს მხარს და სულიერი მოძღვარი რუსეთის პატრიარქს ამბიონზე ეამბორებოდეს

25-05-2023

"სააკაშვილის მოძღვარი რუსეთის პატრიარქთან მოსკოვში ჩაბრძანებულა. თან პირადი ვიზიტი ყოფილა და რა საინტერესოა, მისმა სულიერმა შვილმა თუ იცის?" - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჩანს რომ მიხეილ სააკაშვილის მოძღვარი მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება რუსეთის პატრიაქრისთვის ანგელოზის დღის მისალოცად.


„სააკაშვილის მოძღვარი, რუსეთის პატრიარქთან მოსკოვში ჩაბრძანებულა... თან პირადი ვიზიტი ყოფილა და რა საინტერესოა, მისმა სულიერმა შვილმა თუ იცის? ალბათ, სააკაშვილის სულის სიმძიმეს რუსეთის პატრიარქის ლოცვა თუ შეამსუბუქებს, თორემ სხვა გზას გამონახავდნენ მისი კეთილისმყოფელები...


ცოტა უხერხულია, სულიერი შვილი უკრაინას, მის ავტოკეფალიას უჭერდეს მხარს და სულიერი მოძღვარი რუსეთის პატრიარქს ამბიონზე ეამბორებოდეს... ჩამოყალიბდით, სირცხვილია...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.