გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

1-12-2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, იმერეთის რეგიონში, ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.