გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე: ამ სისხლიანი დღის ავტორები დღეს ბედავენ და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებენ დეკორაციებზე; ეს მარაზმია დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგი

26-05-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.

 

ექსპერტი იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს და აღნიშნავს, რომ ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს.

 

“ამ 26 მაისის "შემოქმედები", ამ სისხლიანი დღის ავტორები დღეს ბედავენ და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებენ დეკორაციებზე. აი სწორედ ეს მარაზმია დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგი. ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს...”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.