| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
26-05-2023
ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაა და არა სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუ! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვას.
აბაშიძის თქმით, პრეზიდენტის გზავნილები არაადეკვატური იყო და არა საზეიმო ღონისძიებისთვის, არამედ პოლიტიკური თოქ-შოუსთვის იყო შესაბამისი.
“ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაა და არა სატელევიზიო პოლიტიკური თოქ-შოუ! თქვენი მარგინალური ნაცგზავნილები სხვა ფორმატში გაავრცელეთ! კიდევ ერთი არაადეკვატურობა ბოღმებისა და კომპლექსების ვრცელი ბუკეტიდან. სირცხვილი!” - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
2-03-2026