გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

28-05-2023

„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ვაკის, საბურთალოს და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ვაკის ორგანიზაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე უხელმძღვანელებს.

საბურთალოს ორგანიზაციას - საბურთალოს რაიონის გამგებელი - გაიოზ ვასაძე. 


კრწანისის ორგანიზაციას - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია. 


კონფერენციებს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე.


თბილისის გარდა, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში გაიმართა.