გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მესტიაში ცემით მოკლული მამაკაცის საქმეზე ძმებ შუკვანებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

1-12-2017

მესტიაში 77 წლის მამაკაცის ცემით მოკვლის ბრალდებით ძმებს, პაატა და გოგი შუკვანებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 
დაკავებულების მამის ინფორმაციით, ძმები დანაშაულს არ აღიარებენ. 

„ჩემს შვილებს ეს არ უნდა ჩაედინათ, არც ჩაუდენიათ. ამათ არ უცემიათ, როგორც ვიცი. დამნაშავედ თავს არ ცნობენ“- განაცხადა დაკავებულების მამამ. 
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მესტიაში გზის სავალ ნაწილთან ადგილობრივებმა 77 წლის ნაცემი მამაკაცი იპოვეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.