გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის გამოფენაზე გაეცნენ

31-05-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.IMEX Frankfurt 2023-ს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად ბიუროს წევრი 10 კომპანია დაესწრო.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. 


საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ  პოტენციური პარტნიორებისთვის პრეზენტაციები მოაწყო. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით შეხვედრები  გაიმართა 42 საერთაშორისო კომპანიისა  და ასოციაციის წარმომადგენელთან. IMEX Frankfurt 2023-ის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში  უცხოური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს შესახებ  ინფორმაციას და საპრომოციო მასალებს გაეცნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.