გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოჟიშში გორის მერიის წევრებმა მიზანს 100-დან 9 ტყვია ააცილეს

15-08-2018

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ზურაბ ყაჯრიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები, ოჟიშის დღეებთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრნენ. მიზანში სროლის დროს მათ 100-დან 9 ტყვია ააცილეს.

ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე თავზარაშვილი და ზურაბ ყაჯრიშვილი ვარმინსკო-მაზურის რეგიონის ვიცე-გუბერნატორს ვიოლეტა შლონსკა ზისკს, ოჟიშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, პიშისა და გოლდაპის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ოჟიშის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზბიგნევ ვლოდკოვსკისთან შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რომლებსაც დაფინანსების მოპოვების მიზნით პოლონურ და ადგილობრივ ფონდებში წარადგენენ. პოლონური მხარე გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სპორტსმენების გაცვლითი პროგრამისა და გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აშენება-რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების მოძიებაში დახმარებას დაპირდა.

ოჟიში პოლონეთის სამხედრო დედაქალაქია. აქ 2006 წლიდან „ნატოს“ შტაბი და საწვრთნელი ბაზებია განლაგებული. ვიზიტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლობასაც შეხვდნენ და შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ჩვენებას დაესწრნენ.

გორი-ოჟიშის თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააფინანსებით, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები პოლონეთში იმყოფებოდნენ. მიმდინარე წელს, აღნიშნული პროექტის განხორციელების მზაობა ორივე მხარემ გამოთქვა.

გოლდაპის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გორის მერს სოციალური საკითხების გაუმჯობესების მიზნით ხელშეწყობას დაპირდა. კერძოდ, ანდჟეი ჩოლეკმა თავზარაშვილს მედიკოსებისა და სოციალური მუშაკების გადამზადების პროგრამის განხორციელება შესთავაზა. გოლდაპი სარეაბილიტაციო - გამაჯანსაღებელი ცენტრია როგორც ევროპის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პიშის მუნიციპალიტეტი დაინტერესდა გორის მუნიციპალიტეტში აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივებითა და ინვესტიციების განხორციელებით.

გორის მუნიციპალიტეტის დელეგეცია პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით 4 დღით იმყოფებოდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 416,30 ლარი გამოიყო.

"შიდა ქართლი"