გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

განათლების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 1000-ზე მეტ სტუდენტს დააფინანსებს

1-12-2017

მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1000-ზე მეტი სტუდენტის 2017-2018 წლის სწავლებას დააფინანსებს.

მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად ქონებრივი ზიანი მიიღეს და რომლებიც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

2013 წელს სამინისტრომ 471, 2014 წელს - 586, 2015 წელს - 736, 2016 წელს კი 905 სტუდენტი დააფინანსა.

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია, სტუდენტთა ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა როგორც საქართველოში სწავლის, ასევე საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის.



წყარო: reginfo.ge