გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში საინფორმაციო ოპერაციების კურსი დასრულდა

4-06-2023

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში საინფორმაციო ოპერაციების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.


კურსდამთავრებულებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.


თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ოპერაციების ოფიცრებისთვის გაერთიანებული კურსი ამერიკელმა და ბრიტანელმა მენტორებმა ჩაატარეს. 4-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.


კურსის მიზანს საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული ელემენტების შესწავლა, პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და დაგეგმვის პერსპექტივების შემუშავება წარმოადგენდა.