გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ექსკლუზივი: კალაძე ბათუმში, აჭარის რეგიონის საკრებულოებისა და მერების წარმომადგენლებთან, დახურულ შეხვედრებს მართავს

16-08-2018

თბილისის მერი კახი კალაძე ბათუმშია. ის "ქართული ოცნების" აჭარის ოფისში რეგიონის საკრებულოებისა და მერების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ვიზიტი მედიისთვის გასაიდუმლოებულია. რა საკითხებს განიხილავენ ქვეყნის პირველი პირები, ჯერჯერობით, უცნობია. "რუსთავი 2"-მა კალაძის ექსკლუზიური კადრების გადაღება შეძლო.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, პარტიულ შეხვედრაზე იმყოფებიან და რა თემებზე იქნება საუბარი, ამასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ფლობს.

საკადრო ცვლილებების მოლოდინი არ აქვს ქობულეთის საკრებულოს წევრს, დავით წულუკიძეს. მისი თქმით, არ იცის, რასთან დაკავშირებით იმსჯელებენ შეხვედრაზე.

 

"რუსთავი 2"