გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივაზე: პირადად მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ, თუ დეტალურად გამოაქვეყნებენ, საკუთარი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშებს

10-06-2023

თუ NGO სექტორის გამჭვირვალობას ეხება, კანონპროექტი რუსულია და თუ მოხელეების გამჭვირვალობასა და მათ ფინანსურ საქმიანობას, ეს სადაურია? ფრანგული, ამერიკული, გერმანული, თუ სადაურია? რამდენად ფარისევლები არიან! რამდენად ყალბია მათი ნარატივები! დავალება რამდენად თვალსაჩინოა, რომ ყველაფერს რუსული ეძახონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.


მისი თქმით, პირადად იგი ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.


„მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მე დავუჭერ მხარს და მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს ამ კანონის მხარდაჭერისკენ. თუ ისინი დეტალურად გამოაქვეყნებენ, საკუთარი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშებს - რომელ პროექტში რამდენს ხარჯავენ და საიდან აქვთ ეს შემოსავალი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ. გამორიცხულია! ათასგვარ რამეს მოიგონებენ, ოღონდ ეს არ გააკეთონ“, - განაცხადა მდინარაძემ.