გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

12-06-2023

მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, დასრულდა.

 

ყაზბეგის ორგანიზაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს;

 

თიანეთის ორგანიზაციას - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან წიკლაური;

 

დუშეთის ორგანიზაციას - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ჩიტაური;

 

მცხეთის ორგანიზაციას - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი. მცხეთა-მთიანეთის გარდა, „ქართული ოცნების“ კონფერენციები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.