გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

12-06-2023

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივს   აწესრიგებს.


ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრამდე სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.


დამშრობ მასივზე სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.