გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა ბახტაძე: საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას ავაშენებთ

17-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი ინფრასტრუქტურა აშენდება. მისივე თქმით, პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრასა და ზამთრის თვეებში მაქსიმალური მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. 

ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება ას ორმოცდაათი მილიონი ევროს ღირებულების სასეხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას ავაშენებთ. გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ჩვენს დამოუკიდებლობას. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას"- განაცხადა ბახტაძემ.