გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

13-06-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს კასპში, სოფელ აღაიანსა და გოზალოღლებში გაეცნო.

 

„მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულია, მათ შორის სოფლად მისასვლელი გზების. ასფალტირდება ისეთი გზებიც სადაც დღემდე ასფალტი არასოდეს ყოფილა. ჩვენი მიზანია მოსახლეობამ გადაადგილება კეთილმოწყობილი, კომფორტული გზებით შეძლოს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.