გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯაბა სამუშიამ სტუდენტური კონფერენციია „თანამედროვეობის მორალური გამოწევევები“ გახსნა

13-06-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფოსთა სტუდენტური კონფერენცია „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“ გაიმართა, რომელიც თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. 


რიგით მეექვსე ყოველწლიური სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


ამავე ინფორმაციით, კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ისეთი თემები როგორიცაა: „სახელმწიფოს რაციონალურ-ეთიკური წარმოშობა გეორგ ვილჰელმ ჰეგელის „გონის ფილოსოფიაში“; „ანტინატალიზმი“; „რასიზმის პოლიტიკური და მორალური განზომილება“; „აპოლონის კულტი - ფილოსოფიურ-ზნეობრივი პორტრეტი“; „ომის ორი განსხვავებული მორალურ-ფილოსოფიური გაგება.“


ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ბრაჭული, თსუ პროფესორი დემურ ჯალაღონია, თსუ პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები.