გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ

14-06-2023

ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.


„ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.