გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წყალტუბოს სკოლების შეშით მომარაგება დაასრულა

1-12-2017

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წყალტუბოს სკოლების შეშით მომარაგება დაასრულა. როგორც რადიო "ძველ ქალაქს" ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს,  საშეშე მერქანი სულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 11 სკოლაში შეიტანეს.

შეშით მომარაგდა სოფელ ცხუნკურის #2 საჯარო სკოლა, სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლა , გვიშტიბის , ბანოჯის, გუმბრინის, სორმონის, დერჩის, დღნორისის, საჩხეურის საჯარო სკოლები. ასევე სოფელ მაღლაკის #2 და სოფელ ფარცხანაყანევის #4 საჯარო სკოლა.

11 სკოლაში სულ 226,192 კუბური მეტრი შეშა შეიტანეს.

ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 9 რეგიონში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაახლოებით ათასი საჯარო სკოლა მოამარაგა.

წყარო:  რადიო "ძველი ქალაქი"