გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი:ვიმედოვნებთ, წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება

14-06-2023

ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის.


„ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", - წერს პრემიერ-მინისტრი.