გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: საინტერესოა, დღეს „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ სინამდვილეში, მათ დღემდე აქვთ დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას

15-06-2023

„საინტერესოა, დღეს „ნაცმოძრაობა“ ვითომ აღარ უჭერს მხარს პერსონალიზებულ მიდგომას, მაგრამ სინამდვილეში, მათ დღემდე აქვთ დაინიცირებული, ეს არის აქტიური ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას. აქაც გაიჭედნენ ისინი,“-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, იკვეთება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები.

 

"საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ერთ მხარეს არის ევროკომისიის რეკომენდაცია, მეორე მხარეს ვენეციის კომისიის პოზიცია, მესამე მხარეს ნაცმოძრაობის პოზიცია. ისინი თან ამბობენ, რომ ერთმანეთთან არიან თანხვედრაში, თან გამოდის, რომ სხვადასხვა მხარეს არიან. გაუგებარია, თან აკრიტიკებ პერსონალიზებულ მიდგომას და თან შენ თვითონ გაქვს დაინიცირებული კანონპროექტი პერსონალიზებული მიდგომით. აქ თავადაც ხედავთ, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.