გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ახალი ქართული ტელევიზია: ComCom-მა "ფორმულა მულტიმედიას" ავტორიზაცია მიანიჭა

15-06-2023

კომუნიკაციების კომისიამ "ფორმულა მულტიმედიას" სპეციალიზებული გასართობი და შემეცნებითი მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა. ტელევიზიამ ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით, ComCom-ს 30 მაისს მიმართა. კომისიამ დეტალურად შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაციები, რის შემდეგაც, "ფორმულა მულტიმედია" ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლად გაატარა.


არხი მაუწყებლობას 2023 წლის 15 ივლისამდე დაიწყებს. "ფორმულა მულტიმედია" ვალდებული იქნება დაიცვას "მაუწყებლობის შესახებ" კანონი, მათ შორის, კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.


შეგახსენებთ, რომ "ფორმულა მულტიმედიას" დამფუძნებლები, ასევე, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლები და წილის მფლობელები არიან.