გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ComCom-მა "აგრომედია" ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

15-06-2023

კომუნიკაციების კომისიამ "აგრომედია" ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის მაისში, ComCom-მა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევები.


კერძოდ, ეთერში გასული სიუჟეტები შეიცავდა შეძენისკენ მოწოდებებს, ხაზგასმას პროდუქტის დადებით თვისებებსა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მაღაზიის ადგილმდებარეობის, სპეციალური შეთავაზებებისა და მომსახურების სერვისების შესახებ ინფორმაციას. ამასთან ერთად, ადგილი ჰქონდა პროდუქციის ლოგოს მრავალჯერად ჩვენებას.


ვინაიდან ტელეკომპანია "აგრომედიას" ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არც ერთი სახე არ დაკისრებია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.