გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

17-18 ივნისს იმერეთში „გემოფესტი“ ჩატარდება

16-06-2023

ხვალ, 15:00 საათზე,ქუთაისში „გემოფესტი“ სტარტს აიღებს.  ორ დღიანი ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.


„გემოფესტში“  ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს.  ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში გელოდებათ კვების ზონა, უგემრიელესი იმერული კერძებით, აგრო სამრეწველო ბაზარი, ფერმერთა ბაზარი,  საბავშვო ზონა, ფოტო ზონა, ბარი და სცენა. ფესტივალის ორივე დღე მუსიკალურად გაფორმდება. 


“გემოფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.


ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.