გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

20-08-2018

პრემიერ-მინისტრის მიერ გუბერნატორების წარდგენამდე 1 საათით ადრე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ  თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გუბერნატორმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

 

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე.

ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა  მერაბ ჭანუყვაძემ.

 შეგახსენებთ, მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე კი ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.