გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის მერი სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

16-06-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხოვლეში დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

 

სოფელში 1 300 გრძივი მეტრი ორი შიდა საუბნო გზის მოხრეშვა - მოშანდაკების სამუშაოები ჩატარდა.

 

ამჟამად 79 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა კიუვეტებით, რომლის ბიუჯეტი 11 035 ლარს შეადგენს.

 

სამუშაოებს ინდ. მეწარმე დავით კოშაძე ასრულებს.

 

სამივე პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.