გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მერმა ხეთაგუროვის ქუჩაზე და გამავალ ჩიხებზე ასფალტის დაგების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს

17-06-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მჭედლიშვილმა ე.წ. ქარწისის დასახლებაში, ხეთაგუროვის ქუჩაზე და ქუჩიდან გამავალ ჩიხებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.


1480 გრძივი მეტრი სიგრძის ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 534 999 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა: „აღნიშნული ქუჩის ასასვლელზე  ჯერ ბეტონის საფარი მოვაწყვეთ და მოსახლეობასთან ქუჩის სრული მოასფალტება დავაანონსეთ.  მომზადდა ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი და  ახლა უკვე გზის მოასფალტების სამუშაოებს ვახორციელებთ“.