გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გურიის გუბერნატორი: ადგილობრივების დასაქმებითვის შესაბამისი პირობების შექმნას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ

20-08-2018

გურიის სახელმწიფო-რწმუნებულ ზურაბ ნასარიას განცხადებით, გურიას სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით  განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. მისივე თქმით, ადგილობრივების დასაქმებასა და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

„გურია ჩემი მშობლიური მხარეა. შესაბამისად, ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენს კუთხეს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურეობის. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივი შრომითი რესურსების პროფესიულ გადამზადებასა და მათი დასაქმებითვის შესაბამისი პირობების შექმნას“-განაცხადა ნასარიამ.

გურიის რწმუნებული საკადრო ცვლილებებსაც შეეხეო. მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში გუბერნატორი   საკადრო გადაადგილებებს აუცილებლად განახორციელებს. 

„მთავრობას ამ წუთში მოქმედი გუნდი ჰყავს, რომელიც თავის საქმიანობას ასრულებს. თუ აუცილებელი გახდება რომელიმე საკადრო ცვლილება, ამაზე უკან არ დავიხევთ“-განაცხადა  ზურაბ ნასარაიამ.