გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქვემო ქართლის გუბერნატორი: რეგიონის სწრაფ განვითარებას აუცილებლად მივაღწევთ

20-08-2018

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონს რამდენიმე მიმართულებით განვითარების რეალური პირობა აქვს, რაც აუცილებლად  უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებაში გუნდი ეფექტურად მუშაობს, თუმცა, თუ საჭირო იქნება, საკადრო ცვლილებები  განხორციელდება.

„ქვემო ქართლს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის განვითარების რეალური პერსპექტივა აქვს. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისფულება, ადგილობრივ თვითმმართვეობასა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ რეგიონის სწრაფ განვითარებას. მხვდება გუნდი, რომელიც წლებია ეფექტურად მუშაობს. ბუნებრივია, მექნება დღის წესრიგი, ჩემი მოთხოვნები, დავალებები და ამ ურთიერთობიდან, ურთიერთთანამშრომლობიდან გამომდინარე, ვინც გაართმევს თავს გამოწვევებს, იქნება ჩემი გუნდის წევრი.  საჭიროების შემთხვევაში კი, ბუნებრივია, საკადრო ცვლილებებიც განხორციელდება“-განაცხადა რეხვიაშვილმა.