გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეეხება თავდასხმებს და ამ აგრესიულ გამოვლინებას, რომელიც პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ - ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას

21-06-2023

ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივ ფაქტებზე პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება.


„რაც შეეხება თავდასხმებს და ამ აგრესიულ გამოვლინებას, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ - ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას. პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ჩვენი პასუხი ამით არის ნათქვამი", - განაცხადა პრემიერმა.