გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

21-06-2023

ბერლინში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივან ოფელია ნიქთან.


შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.


ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ღვინის და თხილის  ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებს.


მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ და მომავალში გერმანული მხარის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. განხილვის საგანი იყო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეები, სასურსათო დანაკარგებთან დაკავშირებული საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარების გამო არსებული გამოწვევები. ასევე განხილულ იქნა ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის შესაძლებლობები.


ნინო თანდილაშვილმა გერმანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივანმა ოფელია ნიქმა გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და სურვილი გამოთქვა ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს დარგში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები.