გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ვის ქომაგობთ, თქვე ბოროტების მოციქულებო ფარისევლებო! პრიგოჟინს! ჯალათს! - გოგა ხაინდრავა

24-06-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „მთავარი არხსი“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფეისბუკსტატუსს ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად გვარამია წერს, რომ მას ციხიდან გათავისუფლება ყველაზე ორიგინალურად რუსული სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა მიულოცა.


გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ პრიგოჟინი მარიუპოლის, ბახმუტის, სოლედარის დამანგრეველი და მკვლელია. 


„პრიგოჟინის მილოცვა! Go Go Zhenia - გვარამია პრიგოჟინს! ვის ქომაგობთ, თქვე ბოროტების მოციქულებო ფარისევლებო! პრიგოჟინს! ჯალათს! მარიუპოლის, ბახმუტის და სოლედარის დამანგრეველს ათი ათასობით უკრაინელის მესაფლავეს და მკვლელს! პრიგოჟინი თქვენ და თქვენ პატრონებს!“ - წერს გოგა ხაინდრავა.