გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

25-06-2023

დღეს, 25 ივნისს 09:00 საათიდან 11:00 საათამდე ბათუმში გადაიკეტება შოთა რუსთაველის გამზირი. მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკდემიიდან ნავმისადგომისკენ დაიწყება აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. 

 

საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითადი ორგანიზატორი ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა.

 

11:00 საათზე, ნავმისადგომზე გაიმართება საზეიმო ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის, მამა ილია კარტოზიას ჯილდოს გადასცემენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს.