გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში რამდენიმე ქუჩაზე გზის სამუშაოები დათქმულ დროში არ დასრულდა

21-08-2018

ალაქ გორში, თოიძისა და დავითაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები სექტემბრამდე არ დასრულდება. ამის თაობაზე, გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა კომპანია ,,იბოლიასთან" შეთანხმებას 26 ივლისს მიაღწია.

გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ასფალტის ახალი საფარი 5 აგვისტოსთვის დაგებული უკვე უნდა ყოფილიყო. სამუშაოები 2018 წლის 5 აპრილიდან დაიწყო.

2018 წლის 13 ივნისს, კომპანია ,,იბოლიას" დირექტორი გორის მერს სწერს, რომ ქუჩაზე სასმელი წყლის მილი კოროზირებულია და გამოცვლას საჭიროებს.

მაჟორიტარ დეპუტატ მაკრახიძის კომპანიამ სამუშაოების შეჩერების მიზეზად ეს გარემოება დაასახელა და პროექტის დასასრულებლად დამატებით ერთი თვის ვადა ითხოვა.

"შიდა ქართლი"