გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძემ „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში მიიღო მონაწილეობა

27-06-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის“ დახურვაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა. 


„ტრადიციულ ყოველწლიურ ფესტივალში, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა, საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.


თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით, ძალიან საინტერესო შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში, ასევე, კულტურული ტურები 5 მიმართულებაში. მინდა, ყველა გამარჯვებულს მივულოცო შეჯიბრებებში წარმატება. იმედი მაქვს, მომავალში ასეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება“, - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.