გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აჭარასა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

29-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


2 დაურეგისტრირებელი, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში,  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანასა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში.


კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელ სახლთან მდებარე ფარდულში ჰქონდა განთავსებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია წიფლისა და თხმელას (მურყანი) სახეობის, ჯამში 65 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). 


ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.