გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

22-08-2018


ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად კი 9 ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორი მოქალაქე უკვე გაეწერა კლინიკიდან, დანარჩენებს უტარდებათ კვლევა და სავარაუდოდ მალე ისინიც გაეწერებიან სახლში.

 

„ამ დროისათვის ორი მოქალაქე უკვე პირველადი კონსულტაციის  შემდგომ გაწერილია სახლში. დანარჩენები მონიტორინგის ქვეშ დაკვირვებას და კვლევებს აგრძელებენ, სერიოზული დაზიანება არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.  დაშავებულებს   შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.  კონსულტაციის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ყველა მათგანი  დღესვე დაწესებულებებს დატოვებს“-განაცხადა მიქელაძემ.

 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.