გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიხეილ ბატიაშვილი: აბიტურიენტები, რომლებსაც შეზღუდვა შეეხოთ, უნივერსიტეტის გარეშე არ დარჩებიან

22-08-2018

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სტუდენტებმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ, ამიტომ ის აბიტურიენტები, რომლებსაც შეზღუდვა შეეხოთ, უნივერსიტეტის გარეშე არ დარჩებიან. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, უნივერსიტეტს გააჩნია გარკვეული პრობლემები, მათ შორის, ფინანსური და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ავტორიზაციის საბჭომ. მთავარია, რომ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას, ხოლო იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც შეზღუდვა შეეხოთ, მათზე იზრუნებს განათლების სამინისტრო, არც ერთი მათგანი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე.