გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი დარბიაშვილი „მთავარ არხს“: ამ ბოდვის და ჩემი შეურაცხყოფის გამო კანონის მთელი სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს

1-07-2023

კასპის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბიაშვილი, ტელეკომპანია „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც გიორგი დარბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტელეკომპანიამ მის სახელს და გვარს სხვა პიროვნების ფოტო დაადო, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, თითქოს დარბიაშვილი კასპში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.


„თქვე ფეიკმეიკერებო და სიძულვილის და ტყუილის გამავრცელებლებო, მე ვარ გიორგი დარბიაშვილი, ნამდვილად ვმუშაობ იმ თანამდებობაზე, რომელიც ამ ცრუ ბანერზე წერია, მაგრამ სხვისი ფოტო რომ დამადეთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს მე ვჩხუბობდი ან რამე მსგავსი, ამ ბოდვის და ჩემი შეურაცხყოფის გამო კანონის მთელი სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს!!!


P.S. სხვის ფოტოს რომ ავრცელებდით, მიგემსგავსებინათ მაინც ჩემს გარეგნობასთან, თქვე ტყუილის მოციქულებო“ - წერს დარბიაშვილი Facebook-ზე.