გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანზე: ეს ქალი ან შლეგია, ან საქართველოს მოსახლეობა ჰგონია უვიცი

2-07-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, შემაშფოთებელია პირდაპირი ფრენები, ვინაიდან რუსებს ევროპაში გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, დეგნანს საქართველოს მოსახლეობა უვიცი ჰგონია, ვინაიდან, თუ რუსებს ევროპაში ჩასვლა სურთ, ისინი სტამბოლიდან ან დუბაიდანაც მოახერხებენ ამას.

 

“ეს ქალი ან შლეგია, ან საქართველოს მოსახლეობა ჰგონია უვიცი. ერთიც და მეორეც დიდი უბედურებაა. თუ რუსს ევროპაში ჩასვლა უნდა, სტამბოლიდან, დუბაიდან და სხვა ქვეყნებიდან ვერ ჩავა? ან თუ ევროპის რომელიმე ქვეყანას რუს მოქალაქეებზე აკრძალვა აქვს, უკან ვერ გააბრუნებს? კარგი იქნება თუ მალე მოცილდება ჩვენ ქვეყანას ეს მართლაც არაადეკვატური ქალი”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.