გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

PSP აგრძელებს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას

4-07-2023

კომპანია PSP აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას.

ამჯერად კომპანიამ 25 დასახელების მედიკამენტი, 44 766 კოლოფი, შემოიტანა.

 

ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულმედიკამენტს სთავაზობს.

 

„თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ,შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

 

ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან PSP ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთკომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამ ეტაპზე ის 25 დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელზეც თურქეთიდან ექსპორტის ნებართვა აქვთ დისტრიბუტორებს. ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეშიუწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ - აცხადებენ PSP-ში.