გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ჭიათურის სოფელ მეჩხეთურში მოქალაქის მიერ ნაპოვნი შველი ველურ გარემოში დააბრუნეს

23-08-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ველურ გარემოში დააბრუნეს.

ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურში, შველი ნახეს. მოქალაქის განმარტებით, შველი ღობეში იყო გახლართული და მისი დაცვის მიზნით, თავის საკარმიდამო ნაკვეთში გადაიყვანა.

შვლის გარეგნული დათვალიერების შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა და იგი ველურ გარემოში გაუშვეს.