გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: „ვივამედთან“ ადამიანის, ავადმყოფის, მისი ნათესავების უფლებების დარღვევას რომ აქვს ადგილი - გაგებით უნდა მოვეკიდოთ

4-07-2023

„ვივამედთან“ ადამიანის, ავადმყოფის, მისი ნათესავების უფლებების დარღვევას რომ აქვს ადგილი - გაგებით უნდა მოვეკიდოთ,“ - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად „ვივამედის“ ეზოში გამართულ აქციას.

 

მისი თქმით, პალატების ფანჯრებთან ხმაური და უცხო ქვეყნის დროშის გადაჭიმვა აქციის მასშტაბის გაზრდის მცდელობისთვის არ არის ნორმალური საქციელი.

 

„ვივამედთან“ ადამიანის, ავადმყოფის, მისი ნათესავების უფლებების დარღვევას რომ აქვს ადგილი - გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ოცკაციანი ბრბო პალატების ფანჯრების ქვეშ რომ ბღავის და ასკაციანი აქციის შთაბეჭდილებას ქმნის იმით, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშას ჭიმავს 100 კვადრატულზე - ესეც ნორმალურია; უკრაინა ხომ ომშია. ას კაცზე გამოყოფილ მაყუთს ოც კაცზე მაინც რომ არ გაყოფენ და 80-კაციან კუშს სულ ოთხი რომ ჩაიდებს ჯიბეში - ესეც რა ჩემი საქმეა. უბრალოდ, ხანდახან შემახსენონ ხოლმე, რომელ სახელმწიფოში ვცხოვრობ და რომელი კონკრეტული ადამიანების უფლებების დაცვას ვართ აქ...“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.