გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება

5-07-2023

უკრაინას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებას ეხმიანება - საქართველოს ელჩის უკრაინის დატოვებასთან დაკავშირებით.

 

როგორც პაპუაშვილი წერს, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება.

 

,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება, ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო. ამდენად, სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, არათუ მიუღებელია, არამედ ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება,” - წერს შალვა პაპუაშვილი.